სპა ცენტრი - კერალა აიურვედა პანჩაკარმა თერაპია

ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი ექსკლუზიურად გთავაზობთ სპა მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც შეესაბამება სტუმრების საჭიროებებს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის პროცედურების სახით. ულამაზესი დეკორი და მშვიდი ატმოსფერო უზრუნველყოფს თქვენს სრულყოფილ განტვირთვას. ჩვენი თანამედროვე სპა ცენტრი გთავაზობთ სამკურნალო პროცედურებს, სხეულისა და სახის მაღალი დონის თერაპიების ფართო არჩევანს. აქ ყველაფერია რაც თქვენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისთვის გესაჭიროებათ. თქვენი დასვენება სწორედ იმ მომენტიდან იწყება, როდესაც გვიკავშირდებით და ჩვენც თავდაჯერებით ვასრულებთ ჩვენს დაპირებას, შეგიქმნათ არაჩვეულებრივი და სასიამოვნო დასვენების დღეები. სასტუმროს მდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე გამოარჩევს მას თავისი უნიკალური მიკრო კლიმატით, რაც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. სასტუმრო სთავაზობს მშვიდ და მყუდრო გარემოს სპეციალურად იმ სტუმრებს, რომლებიც გულსისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებებისა და რესპირატორული პრობლემების მატარებელნი არიან. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ყოვლისმომცველი ცოდნა და მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს თქვენთვის დაუვიწყარი დასვენებას, ჩვენი მოვალეობაა სწორად და პერსონალურად თქვენზე მორგებული დასვენების პაკეტი შეგირჩიოთ, რათა აქ თავი ბედნიერად და უფრო ჯანსაღად იგრძნოთ.

ველნეს ტურიზმი მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფორმაა - ორიენტირით ჯანსაღ, ხარისხიან ცხოვრების სტილზე, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, მენტალურ კეთილდღეობასა და ადამიანის, როგორც ინდივიდის პიროვნულ განვითარებაზე.

ქობულეთში, შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროზე არსებულ სასტუმრო ჯორჯია პალასში თქვენ შეგიძლიათ ეზიაროთ ინდური 4000 ათასწლოვანი გამოცდილების მქონე მცენარეული ეთერზეთების არომატსა და სამკურნალო ეფექტს.

 აიურვედა პროგრამების ციკლი მხოლოდ სარელაქსაციო და სამკურნალო როდია, ის მომხმრებლებს კოსმეტიკურ ხაზსაც სთავაზობს.

 ჩვენი შეთავაზებები მოიცავს როგორც ერთჯერად, ინდივიდუალურ პროცედურებს ასევე განთავსებას აიურვედა პაკეტთან ერთად.