საქმიანი შეხვედრების ორგანიზება ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტია. ჩვენ დახმარებას ვუწევთ შეხვედრების დაგეგმვაში, ვუზრუნველყობთ ღონისძიების წარმატებას. ჯამში 7 შეხვედრების ოთახი სრულიად აღჭურვილია მულტიმედია ტექნოლოგიებით, ხმისა და განათების თანამედროვე სისტემებით, ასევე დაშვებულია უკაბელო და კაბელიან ინტერნეტთან წვდომა. სასტუმროს გააჩნია ბუნებრივი დღის განათების მქონე ღონისძიების დარბაზების ფართო არჩევანი, ჩვენ აქ ვართ, რათა ყველაფერი თქვენი მოთხოვნის შესაბამისად მოვაწყოთ, თითოეული დეტალის გათვალისწინებით, მცირე სემინარები სხვადასხვა განლაგებითა და დარბაზის გადაწყობის შესაძლებლობით.
უკვე დაგეგმეთ გრანდიოზული ქორწილი თქვენს მომავალ მეორე ნახევართან ერთად? ეს სამახსოვრო დღე თავისუფლად შეგიძლიათ მოგვანდოთ. ჩვენ დავგეგმავთ თქვენს წვეულებას. ვეცდებით ის საოცნებო სურვილები აგისრულოთ, რაც დიდი ხანია ჩაფიქრებული გაქვთ. ცერემონიის ყველა დეტალს თქვენთან ერთად გავივლით და განვიხილავთ. დეკორატიული განათებები, განსაკუთრებული და სათუთი ყვავილების დეკორაცია, ეს ხომ ყველა საქორწილო ცერემონიის უმნიშვნელოვანესი დეტალია. ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი ის ადგილია, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აივსებით. მოინიშნეთ ჯორჯია პალასი -აქ სასიამოვნო შთაბეჭდილებებით აივსებით!
ოდესმე გიოცნებიათ ჯადოსნურ ქორწილზე ზღვის სანაპიროსთან ახლოს ან ღია ტერასაზე თვალწარმტაც დეკორაციებთან ერთად? ან ოდესმე გიფიქრიათ ისეთ საოცნებო ბაღზე, რომელიც სწორედ მხოლოდ ზღაპრებშია? საკმარისია მხოლოდ დაგვიკავშირდეთ და თარიღების შესახებ მოგვახსენოთ. თქვენ ნამდვილად გაგაოცებთ ის, რასაც ჩვენ შემოგთავაზებთ. თქვენ მიიღებთ სრულ საორგანიზაციო მომსახურებას. თქვენი განსაკუთრებული დღე სანდო ხელშია!. ჩვენ თქვენს ოცნებებს რეალობად ვაქცევთ!
აპირებთ აღნიშნოთ თქვენს მეორე ნახევართან ერთობლივი ბედნიერი ცხოვრების იუბილე? ჩვენ დიდი ყურადღებით დავგეგმავთ თქვენს წვეულებას. თქვენ დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც ნამდვილად ღირს ერთი სრული დღის გატარებად ჩვენთან ერთად. მენიუ და თქვენს გემოვნებაზე მორგებული დღის წესრიგი ჩვენი მთავარი მიზანია. დაიმახსოვრეთ - ბევრ სასიამოვნო შთაბეჭდილებას მიიღებთ!
სასტუმრო ჯორჯია პალასი მასპინძლობს სკოლისა და უნივერსიტეტის საღამოებს.
გამოსაშვები საღამო საგანგებოდ შერჩეულ გარემოში უნდა გაიმართოს. სკოლასა თუ უნივერსიტეტში განვლილი წლები ნამდვილად იმსახურებს ბედნიერ დასასრულს სამახსოვრო კადრებით. ცხოვრების ახალი ეტაპი, ახალი გამოწვევები და პოზიტიური ემოციები - მოინიშნე ჯორჯია პალასი.
სკოლის საბანკეტო მომსახურების უპირატესობები მოიცავს:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: