შპს „ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა“-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. ვინ ვართ ჩვენ:
შპს „ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა“, (შემდგომში ასევე მოხსენიებული, როგორც „ჩვენ“ ან „ჩვენი“) წარმოვადგენთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (სასტუმროს).
ჩვენი საიდენტიფიკაციო ნომერია: 447000584
ჩვენი იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზ. N275.
ჩვენი ფაქტობრივი მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზ. N275.
ჩვენი ვებსაიტის მისამართია: gph.ge
2. ჩვენ ვაცხადებთ, რომ:
- პატივს ვცემთ და ვაღიარებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებას;
- ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას განუხრელად დავიცვათ მოქმედი კანონმდებლობა;
- ვაცნობიერებთ რა, პერსონალურ მონაცემთა ფასეულობასა და მნიშვნელობას, ვკისრულობთ ვალდებულებას, მკაცრად დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
- უზრუნველვყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას;
- კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენთან არსებულ თქვენ პერსონალურ მონაცემებსა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებით.
3. ამ პოლიტიკის მიზანი:
წინამდებარე დოკუმენტით გვსურს გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ/ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელი პრინციპებით ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას და რა ორგანიზაციული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას. წინამდებარე დოკუმენტით ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი უფლებების და მათი დაცვის საშუალებების შესახებ. ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას, ვისთან ხდება მათი გაზიარება და როგორ ხდება ამ მონაცემების დამუშავება.
4. ვისთვის მომზადდა ეს დოკუმენტი:
დოკუმენტი მომზადებულია:
- ჩვენი პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი მომხმარებლებისთვის;
- მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენლების ან საკონტაქტო პირებისთვის;
- ჩვენი თანამშრომლებისათვის, კონტრაქტორებისათვის, იმ პირებისათვის, რომელთა მონაცემებსაც ვამუშავებთ, მონაცემთა მიმღებისათვის, ასევე იმ უფლებამოსილი პირებისათვის, რომლებიც ჩვენი სახელით ან ჩვენთვის ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს;
- სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
5. როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს (მონაცემების მიღების წყაროები):
ჩვენ ვიღებთ თქვენს მონაცემებს შემდეგი წყარებიდან:
- მომსახურების მიღების მიზნით თქვენი მომართვა (მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაცია, წერილობითი ან/და ელექტრონული მომართვა ან/და ჩვენთან ვიზიტი);
- თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა;
- ჩვენი დისტანციური არხებით სარგებლობა/ონლაინ სერვისებზე რეგისტრაცია;
- განცხადების, საჩივრის ან/და სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა - უშუალოდ, ფოსტის ან ელ. ფოსტის საშუალებით;
- მესამე პირებთან გარიგების დადების საფუძველზე მათგან პერსონალური ინფორმაციის მოწოდება.
6. თქვენთან დაკავშირებულ რომელი კატეგორიის მონაცემებს, რა პროცესების დროს, რა მიზნით და რა ვადით ვამუშავებთ:
7. დამუშავების პრინციპები:
ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება კანონით გავალისწინებული შემდეგი პრინციპების დაცვით:
- მონაცემები მუშვდება კანონიერად, სამართილიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭირვალედ და მისი ღირსების შეულახავად;
- მონაცემები გროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნისთვის. არ ხორციელდება მონაცემების შემდგომი დამუშვება თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
- მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
- მონაცემები არის ნამდვილი, ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნის გათვალისიწინებით არაზუსტი მონაცემები სწორდება, იშლება ან ნადგურდება გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
- მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
- მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებულია ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის უნებართვო ან უკანონო დამუშვებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
8. დამუშავების საფუძვლები:
ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე საფუძვლით:
- გვაქვს თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა კონკრეტული მიზნით მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
- ვასრულებთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
- მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
- თქვენთან გარიგების/ხელშეკრულების დასადებად ან არსებული გარიგების/ხელშეკრულების შესასრულებლად;
- თქვენთვის მომსახურების გასაწევად / განცხადების განსახილველად;
- ჩვენი ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად;
- მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა, ან თუ მონაცემთა სუბიექტმა მისი მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
- აუცილებლობის შემთხვევაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი საფუძვლებით:
- გვაქვს თქვენი წერილობითი თანხმობა, მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
- პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და ის აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- დამუშავება აუცილებელია თქვენი ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად არ აქვს უნარი განაცხადის აღნიშნულზე თანხმობა;
- დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ან დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად;
- მონაცემთა სუბიექტმა გამოყენების აშკარა აკრძალვის დათქმის გარეშე საჯარო გახადა თავისი მონაცემები;
- მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირების მიზნით;
- აუცილებლობის შემთხვევაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
- ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ნახევრად ავტომატური საშუალებებით, რაშიც იგულისხმება, რომ ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ ავტომატური საშუალებების (მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით) და არაავტომატური საშუალებების (მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე) ერთობლივი გამოყენებით.
9. ვის ვუზიარებთ (გადავცემთ);
თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენი მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:
- თქვენს წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენელს;
- გარიგების მონაწილე მხარეებს;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხოლოდ შრომითი მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- სამართალდამცავ ორგანოებს (მათი მოთხოვნით, კანონმდებლობის შესაბამისად);
- მომსახურების პროვაიდერებს, დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს;
- რეორგანიზაციის ან გადაცემის შემთხვევაში, სამართალმემკვიდრეებს ან უფლებამონაცვლეებს;
- სხვა მესამე პირს თქვენი თანხმობით.
- ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემები გავაზიაროთ სხვა სახელმწიფოში, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამის სახელმწიფოში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები. თუ თქვენს მონაცემებს გადავცემთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, ჩვენ ვუზრუნველყოფთ პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მომხმარებლის პერსონალურ მონაცემების სათანადო დაცვას. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემაზე ნებართვის მისაღებად მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
თქვენი მონაცემების სათანადოდ დაცვის მიზნით, მესამე მხარისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე ჩვენ ვამოწმებთ მათ მიერ მიღებულია თუ არა მონაცემთა დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.
10. მონაცემთა სუბიექტის უფლებები;
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, უფლება გაქვთ:
- მიიღოთ ინფორმაცია მუშავდება თუ არა თქვენს შესახებ მონაცემები ჩვენს მიერ, ასევე მიიღოთ ინფორმაცია დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ;
- გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებულ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით.
- მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:
ა) გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს;
ბ) მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
გ) მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.
- მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ:
ა) სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ არ გსურთ მათი წაშლა და ითხოვთ მხოლოდ მათ დაბლოკვას;
გ) მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;
დ) მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა;
ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
- ნებისმიერ დროს გაითხოვოთ/უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას და წავშლით უკვე დამუშავებულ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;
- თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და/ან სასამართლოს.
11. მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა;
თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. უფლებების შეზღუდვის ზომას ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.
12. მონაცემთადამუშავებაუფლებამოსილიპირისმეშვეობით
წინამდებარე პოლიტიკის პირობებიდან გამომდინარე, ჩვენი სახელით მონაცემების დამუშავება შეიძლება ხდებოდეს უფლებამოსილი პირის მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გაფორმებული გვაქვს უფლებამოსილ პირთან შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩვენ ყოველთვის წინასწარ ვრწმუნდებით მხარის სანდოობაში და ხელშეკრულებით ვითვალისწინებთ უფლებამოსილი პირის ვალდებულებას, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
13. როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს (მონაცემთა უსაფრთხოება);
ჩვენს მიერმიღებულია მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამისი ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენთან არსებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვას დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.
ჩვენთან მკაცრად არის დაცული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. თითოეული წვდომის მოცულობა/უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე.
ჩვენთან არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის, მათი დამუშავების პროცესის წინამდებარე პოლიტიკასთან, კანონმდებლობასთან და კომპანიის შიდა პროცედურებთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ჩვენ აღვრიცხავთ ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემების მიმართ შესრულებულ ყველა მოქმედებას (მათ შორის, ინფორმაციას ინციდენტების შესახებ, მონაცემთა შეგროვების, შეცვლის, მათზე წვდომის, მათი გამჟღავნების (გადაცემის), დაკავშირებისა და წაშლის თაობაზე).
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც ჩვენს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვას პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა, მათ შორის, შესაბამისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ; ელექტრონული ფორმით პერსონალურ მონაცემთა დამუშავის შემთხვევაში მხოლოდ იმ მოცულობის პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე ჰქონდეს დაშვება, რომელსაც მას ჩვენ მივანიჭებთ; იყოს სათანადოდ ინფომირებული პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხების შესახებ.
14. რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ:
- საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
- მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ 3 წლის განმავლობაში;
- ვადით რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად და დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში;
- კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან/და თუ არსებობს ჩვენი ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის აუცილებლობა, ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება ზემოთ მითითებული 3 წლიან ვადაზე უფრო ხანგძლივი, კონკრეტული მიზნების მიღწევისათვის საჭირო ვადით.
15. მზა ჩანაწერები (Cookies)
ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ვებ-საიტზე ყოფნისას მუდმივად გაგიუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და გამოცდილება და დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენი ვებ-საიტით სარგებლობისას ჩვენ ვიყენებთ ე.წ. მზა ჩანაწერებს. მზა ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებ-გვერდითა სარგებლობისას თქვენი გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
16. თქვენი ვალდებულებები
მომსახურების გაწევის მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.
17. ჩვენი საკონტაქტომონაცემები:
პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - შპს „შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი“, ელ. ფოსტაზე: info@smgroup.ge ან ტელეფონის ნომერზე +995 577 208 787.
დამატებით, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე – 322242400, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე - info@gph.ge ან გვეწვიოთ მისამართზე: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზ. N275.
18. ცვლილებები
ჩვენ, შესაძლოა, აღნიშნულ დოკუმენტში პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები. განახლებული დოკუმენტი ცვლილების თარიღის მითითებით გამოქვეყნდება ჩვენს ვებ. გვერდზე.
თარიღი: 26.03.2025