აქტივობები

სპორტული ობიექტები

ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი განთავსების გარდა უამრავ აქტიურობას სთავაზობს დამსვენებლებს. სასტუმრო, რომლის ტერიტორიაც მოიცავს 41 760 კვ.მ. ფართობს და რომლის უდიდეს ნაწილსაც იკავებს საუკუნოვანი მცენარეებისა და ბამბუკის ხეივანის ბაღი, წარმოადგენს ასევე ადგილს სპორტის მრავალი სახეობის აქტივობებისა და გართობისათვის: ღია აუზი სამკურნალო მარილიანი წყლით ბაღში, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, მინი გოლფის 7 მოედანი, სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის, ველოსიპედები, მაგიდის ჩოგბურთი, შიდა აუზი, ფიტნესი, საუნა და პადელის კორტები. სტუმრობა ჯორჯია პალასში ნიშნავს არამხოლოდ სიამოვნებასა და შავი ზღვის სუფთა ჰაერით სარგებელს,  ასევე გართობას მრავალ სპორტულ ობიექტზე. შავი ზღვის სანაპიროს გრძელი ბულვარი და სასტუმროს დიდი ბაღი ბევრ შესაძლებლობას გაძლევთ, რათა ისიამოვნოთ თქვენი ვიზიტით და დაისვენოთ ჯანსაღ გარემოში.

პადელის კორტი

სპორტის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. სასტუმროს ულამაზეს ბაღს შეემატა პადელის ულტრათანამედროვე ჩოგბურთის მოედანი, სადაც შეგიძლიათ გამოსცადოთ სპორტის ნამდვილი სიამოვნება.

მაგიდის ჩოგბურთი

დახურული საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ადგილი მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშეებისთვის. ეს უფასო მომსახურებაა ჩვენი ყველა სტუმრისთვის, როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti-ში სტუმრობა ნიშნავს შავი ზღვის სუფთა ჰაერის სარგებლით ტკბობას და გართობას მრავალი სპორტული ობიექტით.

გიგანტური ჭადრაკი

გიგანტური ჭადრაკი არის ადგილი, სადაც ჩვენს სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაატარონ მცირე ჭადრაკის შეჯიბრი გიგანტური ჭადრაკის ფიგურებით. მომსახურება უფასოა ჩვენი ყველა სტუმრისთვის. ბავშვების სათამაშო მოედანი, მარილიანი წყლის აუზი და ფანჩატური ქმნის სასიამოვნო კომბინაციას შავი ზღვის მახლობლად აქტიური დასვენებისთვის.

ჩოგბურთისა და კალათბურთის კორტები

ჩოგბურთისა და კალათბურთის კორტები, რომლებიც ბაღის ბოლოში, 1276 კვ.მ ფართობზეა განთავსებული, საუკეთესო ადგილია აქტიური სპორტით დაინტერესებული პირებისთვის. ჩოგბურთის კორტების დაქირავება შესაძლებელია სასტუმროს მიმღებში. ტერიტორიაზე თამაში ღამითაც შესაძლებელია.

7 მინი გოლფის სტადიონი

სასტუმროს დიდი ბაღში განთავსებულია შვიდი მინი გოლფის მოედანი. მოედნები გათვლილია როგორც ზრდასრულ ასევე პატარა სტუმრებზე. ჩვენს ულამაზეს ბაღში მინი გოლფის თამაში ნიშნავს ხეებისა და ყვავილების მრავალფეროვნების გაცნობას და შავი ზღვის სუფთა ჰაერის შეგრძნებას. მინი გოლფის დაქირავება შესაძლებელია სასტუმროს მიმღებში. 

ველოსიპედები

ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი სპორტის მოყვარულებზე ზრუნავს. გთავაზობთ ველოსიპედების გაქირავების სერვისს ჩვენს სასტუმროში და გეპატიჟებით შავი ზღვის სანაპირო ზოლის სილამაზის აღმოსაჩენად. ველოსიპედის დაჯავშნა შესაძლებელია სასტუმროს მიმღებში. 


საბავშვო ანიმაცია

ყოველდღიურად პატარებისთვის ანიმატორთა გუნდი გეპატიჟებათ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა საინტერესო გასართობ და მხიარულ აქტივობებში. ვარჯიში წყალში ან ბაღში, ტანვარჯიში, ბურთი, ხატვა, ძერწვა, ანიმაციური ფილმები, კარაოკე და სხვა სპორტული შეჯიბრებები.

სეზონური სერვისი 

ფრენბურთი

სასტუმროს ბაღში არის ფრენბურთის სტადიონი. ეს არის უფასო სერვისი ჩვენი ყველა სტუმრისთვის. გართობა, აქტივობა შავი ზღვის სუფთა ჰაერსა და შესანიშნავ მყუდრო გარემოში