სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი

სპა ცენტრი გთავაზობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ მომსახურებას.

განიტვირთეთ შიდა აუზში, საუნაში და ისიამოვნეთ წყლის დინებით.

გამაჯანსაღებელი ცენტრი - დახურული აუზი, საუნა, ცივი წყლის შხაპი და სავარჯიშო დარბაზი. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +995322242400


ფიტნეს ცენტრი 

ფიზიკური დატვირთვა უდიდესი გამოწვევაა თანამედროვე ცხოვრებაში. დღესდღეობით თანამედროვე ცხოვრების წესი სავსეა საოფისე სამუშაოებით, კომპიუტერთან ჯდომა, კომფორტული მანქანით გადაადგილება,  და ა.შ. 

აქედან გამომდინარე ადამიანი უნდა იყოს მეტად აქტიური, დაიტვირთოს მეტი სპორტული აქტივობით, რათა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და იყოს კარგ ფიზიკური ფორმაში.

სტუმრებს  შეუძლიათ ისარგებლონ სრულად აღჭურვილი ფიტნეს სივრცით, ინტენსიური ან მსუბუქი ვარჯიშისთვის აქ დაგხვდებათ სავარჯიშო მოწყობილობების ფართო არჩევანი.

ფიტნეს სივრცე აღჭურვილია სარბენი ბილიკებით, ველოტრენაჟორებით, კარდიო და ძალოვანი ტრენაჟორებით.

მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ საგანგებოდ შერჩეული სავარჯიშო დარბაზით. 


იოგა და მედიტაცია 

იოგა ინდური კულტურის შემადგენელი ნაწილია, რომლის ძირითადი იდეაა სულიერი და ფიზიკური ვარჯიშის ერთობლიობა. 

სასტუმრო ჯორჯია პალასის გამაჯანსაღებელი ცენტრი გთავაზობთ იოგას.

მედიტაცია - ეს არის სიმშვიდისა და რეგულარული ვარჯიშის ერთობლიობა, სტრესის შემსუბუქება, სიმტკიცე და კუნთების გაძლიერება, ყურადღების გამახვილება ვარჯიშზე და შედეგების მარტივად წარმოსახვა.

მედიტაცია ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს სამედიცინო თვალსაზრისით, რაც დადებითად აისახება თქვენს ფიტნეს მიღწევებზე. საბედნიეროდ, არსებობს მინი მედიტაციის პრაქტიკა ნებისმიერი დროისა და ადგილისთვის, ასე რომ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ ხალიჩაზე ნახევარი საათის დახარჯვა სავარჯიშოდ.