38 კვ მ ფართის ოთახი ბაღის და ქალაქის პანორამული ხედითა და აივნით, აქ ზღვისა და მთის უნიკალური ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. ფართო სივრციდან გამომდინარე ოთახი განკუთვნილია ოჯახური დასვენებისთვის. ნატურალური ხის ავეჯი, ორთოპედიული მატრასები, თხევადკრისტალური ტელევიზორი, სამუშაო სივრცე, მაღალ სიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი. ფუნქციონალური გარდერობი, საიმედო სეიფი, თქვენს გემოვნებაზე მორგებული მინი ბარი სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელებით. კლიმატის ინდივიდუალური მართვის სისტემა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დეტალი გათვლილია თქვენთვის და თქვენი კომფორტული დასვენებისთვის, იქნება ეს საქმიანი თუ პირადი ვიზიტი.