იდეალური არჩევანი საოჯახო დასვენებისთვის, მდიდრული აპარტამენტი შავი ზღვისა და ბაღის პანორამული ხედებით ულამაზეს გარემოს ქმნის. 93 კვ მ ფართის ორ საძინებელიანი აპარტამენტი, დიდი მისაღები, მდიდრული ავეჯი და ნატიფად არჩეული ოთახის თითოეული დეტალი, ორთოპედიული მატრასები, თხევადკრისტალური ტელევიზორი, სამუშაო სივრცე, მაღალ სიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი. ფუნქციონალური გარდერობი, საიმედო სეიფი, ყავის აპარატი, კომფორტული სააბაზანო, სასწორი. თქვენს გემოვნებაზე მორგებული მინი ბარი სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელებით. კლიმატის ინდივიდუალური მართვის სისტემა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დეტალი გათვლილია თქვენთვის და თქვენი ოჯახის კომფორტული დასვენებისთვის.