ROOF GARDEN La Terazza ბარი და რესტორანი ღია ტერასით მდებარეობს სასტუმროს მე-6 სართულზე, რომელიც სტუმრებს მასპინძლობს მაღალი სეზონის განმავლობაში. რესტორანი ნამდვილად მიმზიდველია თავისი მყუდრო და კომფორტული გარემოთი. შესანიშნავი კერძები, მაღალი დონის სერვისი, შთამბეჭდავი ბარი და ღვინის ნაირსახეობა, რომელიც მოიცავს ღვინოებს საქართველოდან და ევროპიდან. რესტორანი რუფ გარდენი დაუვიწყარ დასვენებას და კულინარიულ მოგზაურობას გპირდებათ.
რესტორნის ღია ტერასა გადაჰყურებს შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროს, მარადმწვანე ნაძვნარის ხეივანი ქმნის განსაცვიფრებელ პანორამულ ხედს. ზაფხული განსაკუთრებული დროა თავისი სილამაზით, როდესაც შავი ზღვა და მთის ჰაერი მტკიცედ აერთიანებს ერთმანეთს, ულამაზესი მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა საუკეთესო საშუალებაა რომ დაიწყოთ და დასრულოთ თქვენი დღე სასიამოვნოდ. გიყვართ კლასიკური კოქტეილები? ქართული და ევროპული ღვინოების ნაირფეროვნება, ან გრილზე მომზადებული კერძები, ეწვიეთ Roof Garden რესტორანს ღია ტერასაზე და ისიამოვნეთ უგემრიელესი კერძებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით.