"საქართველოს" სანატორიუმის ისტორია
ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი პირველი 5* ქართული სასტუმრო ბრენდია, რომელიც 2008წლიდან ფუნქციონირებს სტუმართმასპინძლობის ბაზარზე. აღსანიშნავია სასტუმროს განსაკუთრებული ადგილმდებარეობა, რომელიც ცალკე ისტორიის მატარებელია. ქობულეთი უნიკალური კლიმატის მქონე ქალაქია, სადაც შავი ზღვისა და მთის ჰავათა შერწყმა ქმნის გამაჯანსაღებელ მიკროკლიმატს, ბუნებრივ ლანდშაფტს, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე სასტუმრო ჯორჯია პალასის ადგილზე ფუნქციონირებდა სანატორიუმი „საქართველო“, მეცნიერული კვლევების დონეზე შესწავლილი და გამოკვლეული იყო, რომ აქ ზღვა სტანდარტულზე უფრო ღრმაა, ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა კი დადებით გავლენას ახდენს გულსისძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებზე, ამას გარდა ასეთი კლიმატი დადებითად მოქმედებს გონების სიმშვიდის, დაძაბულობის შემცირებაზე. ჯორჯია პალასი, რომელიც განლაგებულია „სანატორიუმ საქართველოს“ ადგილზე, შავი ზღვის სანაპიროს იმ ზოლზე, რომელიც თერაპიული თვალსაზრისით ბევრ სამკურნალო თვისებას აერთიანებს. აქ შესაძლებელია მკურნალობა თერაპიით - როგორიცაა თალასოთრაპია, ზღვით და ზღვის ჰაერით მკურნალობა.
ხავერდოვანი სეზონის და ფიჭვნარის დადებითი გავლენა
შავიზღვისპირეთში, ქობულეთში ხავერდოვანი სეზონის ყველაზე დიდი უპირატესობა ლამაზი რუჯია. ეს ის დროა როცა მზე არც ისე აქტიურია, თუმცა ჯერ ისევ თბილი და ინტენსიურია. ამ დროს მიღებული რუჯით კანი ყველაზე მეტად იფერება და მდგრადია, დამწვრობისა და აქერცვლის გარეშე. ირგვლივ სასიამოვნო სიგრილის შეგრძნებაა და ხავერდის მოსასხამიც აუცილებელი ხდება. გარდა რუჯის საოცარი ეფექტისა, შემოდგომაზე ზღვის სანაპირო და აქ გაშენებული ფიჭვნარი სხვადასხვა ქრონიკული დაავადების, ბრონქიალური და გულსისძარღვთა პრობლემები, გონების სიმშვიდისა და დაძაბულობის მოსახსნელად განსაკუთრებით სასრგებლო ადგილია. აღსანისნავია ასევე დილით მზის ამოსვლამდე შავი ზღვის სანაპიროზე სეირნობა, როცა ზღვა დიდი რაოდენობით იოდს გამოყოფს.
ციტრუსის სეზონი - მანდარინობა - რთველი
შემოდგომა ქობულეთში ის დროა როცა მწვანე ფერები ნელ-ნელა სიყვითლეში გადადის, მზე კი საოცარ ოქროსფერს ძენს ბუნებას. ეს ის ოქროსფერია რაც მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეგიძლია ნახო, იგრძნო თავისი განსაკუთრებული ხიბლით და სუნით. ციტრუსის ხეები ნარინჯისფრად იღებება, წელიწადის ეს დრო განსაკუთრებით ლამაზია სასტუმრო ჯორჯია პალასის ბაღში, სადაც ციტრუსის ამ მხრივ უხვი მოსავალია. ფორთოხლის, ლიმონის და მანდარინის მოსავლის აღებაში მონაწილეობა ჩვენს სტუმრებს, ყოველ შემოდგომაზე უკვე ტრადიციად აქვთ. ბაღი, რომლის განაშენიანებაში წლების წინ უშუალოდ სტუმრებიც მონაწილეობდნენ, დღეს უკვე მათი ჩართულობით ტრადიციული ‘მანდარინობის რთველის’ ზეიმის სახელით პომპეზურად ტარდება ნოემბრის თვეში.
კამელიების და ბამბუკი სეზონი
ჯორჯია პალასი, სასტუმრო რომელიც გადაჭიმულია 4 ჰექტარზე, შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლზე, უდიდესი და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საუკუნოვან ბაღს და ბამბუკების ხეივანს, სადაც უამრავი მცენარეა. ვერცხლის ნაძვები, მაგნოლიები, კამელიები, პალმები და უამრავი წიწვოვანი ხე ფერთა მრავალფეროვნებით საოცარ სანახაობას ქმნის. განსაკუთრებით აღსანიშნავია გაზაფხულის თვეები, როცა ბაღის ყვავილობა იწყება, სასტუმროს ულამაზესი საუკუნოვანი ხე-მცენარეების ბაღში უფრო ნათლად ჩანს, როგორ გადადის ზამთრის ფერები და ემზადება მწვანე ზაფხულისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბამბუკების ხეივანი, რომელიც წელიწადის ყველა დროს მწვანეა და ჯიუტად მხოლოდ ამ ხეივანს ირჩევს გამრავლებისთვის. ჩვენი მზარეულები განსაკუთრებით ამზადებენ ბამბუკის წნილსა და მურაბას, რომლის დაგემოვნების უნიკალური შანსი აქვთ ჩვენს სტუმრებს გაზაფხულზე.
თალასოთერაპია, შავი ზღვის წყლისა და ჰავის უნიკალური თვისებები
ქობულეთი, პატარა ისტორიული ქალაქი რომელიც ოდითგანვე ცნობილია თავისი უნიკალური, მდიდარი შავი ზღვისა თუ მთის კლიმატური რესურსით, ქალაქი სადაც უამრავი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო ასპექტია თავმოყრილი. სამედიცინო კვლევებსა და დეკლარაციებში, მსოფლიო კონგრესებში ხაზგასმით აღნიშნულია განსაკუთრებული ჰავით სარგებლობა, გულსისხძარღვთა სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკური თვალსაზრისით. 2017 წლის 15 ოქტომბერი, ჯორჯია პალასში ისტორიული მოვლენის თარიღია, სწორედ აქ, ხელი მოეწერა დეკლარაციას ქვეყნის სამედიცინო დარგის წამყვანი მაღალკვალიფიციური პროფესორების მიერ, რომლებმაც ერთად დაადუსტერეს ამ არაჩვეულებრივი კლიმატური რესურსის შესაძლებლობები. ადგილი, რომელიც მეცნიერულად დადასტურებულია თავისი გამორჩეული ზღვის ჰაერით, აქ ზღვა სტანდარტულზე უფრო ღრმა და განსხვავებული მონოპროფილური კლიმატის მქონეა, სწორედ ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა უდიდეს დადებით გავლენას ახდენს გონების სიმშვიდის, დაძაბულობის შემცირებისათვის, განურჩევლად განსაკუთრებული სეზონისა. მედიცინაში კარგად დამკვიდრებული ტერმინი „თალასოთერაპია“, რომელიც აერთიანებს ზღვით, ზღვის კლიმატით, ზღვის წყლის აბაზანებით და ქვიშით მკურნალობას, ეს ის თერაპიაა რომელიც ზუსტად მოითხოვს ისეთ ადგილმდებარეობას როგორშიც განთავსებულია სასტუმრო ჯორჯია პალასი, ერთად შეციკლული ზღვა, ქვიშა, მთისა და ზღვის ჰარმონიული სინთეზი ერთობ დიდი შედეგის მომცემია.