სპა 'მარინა'
ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი ექსკლუზიურად გთავაზობთ სპა მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც შეესაბამება სტუმრების საჭიროებებს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის პროცედურების სახით. ულამაზესი დეკორი და მშვიდი ატმოსფერო უზრუნველყოფს თქვენს განტვირთვასა და რეკრეაციას. ჩვენი თანამედროვე სპა ცენტრი გთავაზობთ სამკურნალო პროცედურებს, სხეულისა და სახის მაღალი დონის თერაპიების ფართო არჩევანს. აქ ყველაფერია რაც თქვენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისთვის გესაჭიროებათ. თქვენი დასვენება სწორედ იმ მომენტიდან იწყება, როდესაც გვიკავშირდებით და ჩვენც მთელი თავდაჯერებით ვასრულებთ ჩვენს დაპირებას, შეგიქმნათ არაჩვეულებრივი და სასიამოვნო დასვენების დღეები. სასტუმროს მდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე გამოარჩევს მას თავისი უნიკალური მიკრო კლიმატით, რაც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. სასტუმრო სთავაზობს მშვიდ და მყუდრო გარემოს სპეციალურად იმ სტუმრებს, რომლებიც გულსისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებებისა და რესპირატორული პრობლემების მატარებელნი არიან. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ყოვლისმომცველი ცოდნა და მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს თქვენთვის დაუვიწყარი დასვენების მოწყობას, არამედ ყოველი დეტალისათვის ყურადღების მიქცევას, ჩვენი მოვალეობაა სწორად და პერსონალურად თქვენზე მორგებული დასვენების პაკეტი შეგირჩიოთ, რათა აქ თავი ბედნიერად და უფრო ჯანსაღად იგრძნოთ.სილამაზის სალონი
გსურთ განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა? განსაკუთრებული ღონისძიებისთვის ემზადებით? ან იქნებ უბრალოდ გსურთ გამომწვევად გამოიყურებოდეთ?! თქვენ ალბათ გჭირდებათ კოსმეტოლოგების მხიარული და პროფესიონალური გუნდი, რომელიც გამოცდილია წინასაქორწინო სამზადისში, რათა თქვენი საქორწინო ოცნება რეალობად აქციონ! ჩვენთან ისარგებლებთ ვარცხნილობის, მაკიაჟის, მანიკურისა და პედიკურის მომსახურებებით შექმნენით თქვენი ბრწყინვალე იმიჯი ნებისმიერი ღონისძიებისათვის! დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდითსპა ცენტრი
Salutem per Aquam - ჯანმრთელობა წყლის მეშვეობით. სპა ცენტრი "მარინა" მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს მახლობლად და წარმოადგენს იდეალურ ადგილს ჰიდრო-თერმული სპა ცენტრის სახელით, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც ყველა ჩამოსული სტუმრებისთვის, ასევე ადგილობრივი სტუმრებისთვის.
შეგიძლიათ ისიამოვნოთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროცედურებით სხეულისა და სულის განტვირთვის, განწმენდისა და გალამაზებისათვის.
განიტვირთეთ შიდა აუზში ან უბრალოდ საუნაში შებრძანდით, ისიამოვნეთ წყლის დინებით.
გამაჯანსაღებელი ცენტრი - დახურული აუზი, საუნა & სავარჯიშო დარბაზი - სერვისი დროებით შეჩერებულია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +995322242400
ფიტნეს ცენტრი (სერვისი დროებით შეჩერებულია)
ფიზიკური დატვირთვა უდიდესი გამოწვევაა თანამედროვე ცხოვრებაში. დღესდღეობით თანამედროვე ცხოვრების წესი სავსეა საოფისე სამუშაოებით, კომპიუტერთან ჯდომა, კომფორტული მანქანით გადაადგილება, დიდი ხნით ტელევიზორის ყურება და ა.შ. აქედან გამომდინარე ადამიანი უნდა იყოს უფრო აქტიური, დაიტვირთოს მეტი სპორტული აქტივობით, რათა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და იყოს კარგ ფიზიკური ფორმაში.
ჩვენი ფიტნეს ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სპორტულ აღჭურვილობას. აქ შეგიძლიათ მიიღოთ სპეციალური სასწავლო პროგრამები ჩვენი ფიტნეს ინსტრუქტორისგან: პროგრამები სხეულის ფორმისა და კუნთებისთვის, რეკომენდაციები ჯანსაღი საკვების მიღებასთან დაკავშირებით და ა.შ.
იოგა და მედიტაცია
იოგა ინდური კულტურის შემადგენელი ნაწილია, რომლის ძირითადი იდეაა სულიერი და ფიზიკური ვარჯიშის ერთობლიობა.
სასტუმრო ჯორჯია პალასის გამაჯანსაღებელი ცენტრი გთავაზობთ იოგას შემდეგ სახეობებს:
Hatha - (ძალა), Laila - (გონების
სიმშვიდე), Kundalini (საკუთარი თავის
შეცნობა), Tantra და ა.შ.
მედიტაცია - ეს არის სიმშვიდისა და რეგულარული ვარჯიშის ერთობლიობა, სტრესის შემსუბუქება, სიმტკიცე და კუნთების გაძლიერება, ყურადღების გამახვილება ვარჯიშზე და შედეგების მარტივად წარმოსახვა.
მედიტაცია ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს სამედიცინო გზით, რაც დადებითად აისახება თქვენს ფიტნეს მიღწევებზე. საბედნიეროდ, არსებობს მინი მედიაციის პრაქტიკა ნებისმიერი დროისა და ადგილისთვის, ასე რომ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ ხალიჩაზე ნახევარი საათის დახარჯვა სავარჯიშოდ.
პროგრამა - წონის კლება
ჩვენი სხეული გამუდმებით საჭიროებს ჩვნს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ ვისწავლეთ ჩვენ მასთან საუბარი, რათა გავარკვიოთ და გამოვავლინოთ თუ რა სჭირდება მას. ჩამოსვლისთავე კონსულტაციას გაივლით თქვენს პერსონალურ ექიმ დიეტოლოგთან, რათა შეიქმნას დიეტა, რომელიც შეესაბამება თქვენს მიზნებს და ამავდროულად ინარჩუნებს ჩვენს უპირველეს პრიორიტეტს - თქვენს ჯანმრთელობას. ამის შემდგომ შემუშავდება ისეთი პროგრამა, რომელიც უნაკლოდ შეეფერება თქვენი სხეულის განწმენდას, გაძლიერებას, განტვირთვასა და მისი სილამაზის მდგრადად შენარჩუნებას. აღნიშნული პროგრამა თქვენს მიერ სასტუმროს დატოვების შემდგომაც გრძელდება, დიეტის შენარჩუნებით, რათა კიდევ უფრო გაზარდოთ შედეგები. ჩვენ თქვენ ყველა საჭირო რესურსით გამარაგებთ, საჭირო და შესაბამის დროს. საუკეთესო ვარჯიშების, მკურნალობის და განტვირთვის ღრმა გამოცდილებებით, თქვენ დაუბრუნდებით გაუმჯობესებულ და ნამდვილ საკუთარ თავს - თქვენი სხეული გასხივოსნდება შინაგანი და გარეგანი სილამაზით. აღნიშნული პროგრამით გათვალისიწნებული განთავსების პაკეტები განსხვავდება 3-დან 7-მდე და 14 დღემდე და ასევე მოიცავს წვდომას სპაზე, სასტუმროში ჩამოსვლამდელ დიეტაზე, პროგრამულ დიეტასა და ასევე წასვლის შემდგომ დიეტაზე, კოსმეტიკურ პროდუქტებზე, სამკურნალო საშუალებებზე და შესანიშნავ შედეგებზე.ასაკთან ბრძოლის პროგრამა
გსურთ განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა? განსაკუთრებული ღონისძიებისთვის ემზადებით? ან იქნებ უბრალოდ გსურთ გამომწვევად გამოიყურებოდეთ?!
თქვენ ალბათ გჭირდებათ კოსმეტოლოგების მხიარული და პროფესიონალური გუნდი, რომელიც გამოცდილია წინასაქორწინო სამზადისში, რათა თქვენი საქორწინო ოცნება რეალობად აქციონ!
ჩვენთან ისარგებლებთ ვარცხნილობის, მაკიაჟის, მანიკურისა და პედიკურის მომსახურებებით.
შექმნენით თქვენი ბრწყინვალე იმიჯი ნებისმიერი ღონისძიებისათვის!
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდით:
+995322242400
info@gph.ge
ჰიდროკოლონოთერაპია
სწორედ ჯორჯია პალასია ის სასტუმრო კომპლექსი, სადაც
ექსკლუზიურად ფუნქციონირებს პირველი ინდური პანჩაკარმა სამკურნალო ცენტრი, რომელიც
აერთიანებს როგორც სამკურნალო, აგრეთვე სარელაქსაციო მასაჟების ციკლს.
შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროზე არსებულ სასტუმროში
თქვენ შეგიძლიათ ეზიაროთ ინდური ათასწლოვანი გამოცდილების მქონე მცენარეული ზეთების
არომატსა და სამკურნალო ეფექტს. აღსანიშნავია რომ ჯორჯია პალასში მასაჟების ციკლს
თავად ინდოელები ატარებენ, ექიმი და ოთხი თერაპევტი, რაც ხარისხს მეტად ზრდის და ეფექტი კიდევ უფრო თვალსაჩინოა.
აიურვედა პანჩაკარმას პროგრამის ექიმი დეტალურად განიხილავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თქვენს პრობლემებსა და ჩივილებს, ამის გათვალისწინებით
ინდივიდუალურად შეგირჩევთ ყოველდღიურ პროცედურებს. შეგიდგენენ 3,7,14 დღიან განთავსების
პაკეტებს, შემდეგ კი თავიანთი ჯადოსნური მოძრაბებითა და სურნელოვანი ზეთებით თავს ეგზოტიკური
გარემოში გაგრძნობიებენ და ამქვეყნიურ ყველა სტრესს მოგხსნიან, ისე თითქოს არც არასდროს
არსებობდა თქვენს ცხოვრებაში.
სასტუმროში არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრი აღჭურვილია
ინდოეთიდან ჩამოტანილი ხის სამასაჟო საწოლებით, ორთქლის ოთახითა და სურნელოვანი ეთერზეთებით.
აიურვედას მასაჟების ციკლი მხოლოდ სარელაქსაციო და სამკურნალო
როდია, ის მომხმარებლებს კოსმეტიკურ ხაზსაც სთავაზობს.
მოკლედ რომ ვთქვათ, თუ კი ეწვევით ჯორჯია პალასის გამაჯანსაღებელ ცენტრს უკან სტრესისა და დაღლილობის გარეშე გამოხვალთ, თანაც ნაკლები კილოგრამებით, ნაკლები ცელულიტებით და იდეალური და ბზინვარე კანით... დაგვიჯერეთ, ეს პროცედურები თქვენთქვის ნამდვილად სასურველი გახდება!
(სეზონური)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995322242400
+995577242425;+995577359947
sales@gph.ge
კერალა აიურვედა პროცედურები, ინდური მედიცინა
სწორედ ჯორჯია პალასია ის სასტუმრო კომპლექსი, სადაც ექსკლუზიურად ფუნქციონირებს პირველი ინდური პანჩაკარმა სამკურნალო ცენტრი, რომელიც აერთიანებს როგორც სამკურნალო, აგრეთვე სარელაქსაციო მასაჟების ციკლს. შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროზე არსებულ სასტუმროში თქვენ შეგიძლიათ ეზიაროთ ინდური ათასწლოვანი გამოცდილების მქონე მცენარეული ზეთების არომატსა და სამკურნალო ეფექტს. აღსანიშნავია რომ ჯორჯია პალასში მასაჟების ციკლს თავად ინდოელები ატარებენ, ექიმი და ოთხი თერაპევტი, რაც ხარისხს მეტად ზრდის და ეფექტი კიდევ უფრო თვალსაჩინოა. აიურვედა პანჩაკარმას პროგრამის ექიმი დეტალურად განიხილავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თქვენს პრობლემებსა და ჩივილებს, ამის გათვალისწინებით ინდივიდუალურად შეგირჩევთ ყოველდღიურ პროცედურებს. შეგიდგენენ 3,7,14 დღიან განთავსების პაკეტებს, შემდეგ კი თავიანთი ჯადოსნური მოძრაბებითა და სურნელოვანი ზეთებით თავს ეგზოტიკური გარემოში გაგრძნობიებენ და ამქვეყნიურ ყველა სტრესს მოგხსნიან, ისე თითქოს არც არასდროს არსებობდა თქვენს ცხოვრებაში. სასტუმროში არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრი აღჭურვილია ინდოეთიდან ჩამოტანილი ხის სამასაჟო საწოლებით, ორთქლის ოთახითა და სურნელოვანი ეთერზეთებით. აიურვედას მასაჟების ციკლი მხოლოდ სარელაქსაციო და სამკურნალო როდია, ის მომხმარებლებს კოსმეტიკურ ხაზსაც სთავაზობს. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ კი ეწვევით ჯორჯია პალასის გამაჯანსაღებელ ცენტრს უკან სტრესისა და დაღლილობის გარეშე გამოხვალთ, თანაც ნაკლები კილოგრამებით, ნაკლები ცელულიტებით და იდეალური და ბზინვარე კანით... დაგვიჯერეთ, ეს პროცედურები თქვენთქვის ნამდვილად სასურველი გახდება!