სასტუმროს დიდი ბაღის ბოლოში მდებარეობს ფრენბურთის მოედანი, 220 კვ.მ.-ის ფართობზე. ეს ყველა სტუმრისათვის უფასო მომსახურებაა. შავი ზღვის სანაპიროზე ფრენბურთის თამაში ნამდვილი სიამოვნებაა სუფთა ჰაერით, მშვენიერი ბაღითა და მყუდრო გარემოთი გარშემო.
სასტუმროს შიდა აუზის მიმდებარედ, მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშეების ადგილია. ეს ყველა სტუმრისათვის უფასო მომსახურებაა, როგორც ბავშვებისათვის ისე ზრდასრულებისათვის. თქვენი ვიზიტი Georgia Palace Hotel & Spa ქობულეთში ნიშნავს შავი ზღვის სუფთა ჰაერის სარგებელსა და მრავალ სპორტულ ობიექტზე გართობას.
გიგანტური ჭადრაკი ადგილია, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მოაწყონ მცირე შეჯიბრი ჭადრაკის დიდი ფიგურებით. ეს ყველა სტუმრისათვის უფასო მომსახურებაა.
ბავშვების სათამაშო მოედანი, მარილიან წყლიანი აუზი და ბელვედერი (ფანჩატური) სასიამოვნო კომბინაციას ქმნის შავი ზღვის მახლობლად სიამოვნებისათვის.
ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები
ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები მდებარეობს ბაღის ბოლოში არსებულ 1276 კვ.მ ფართობზე და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს მათთვის, რომლებსაც ძალიან უყვართ აქტიური სპორტი. საჩოგბურთე მოედნის დაქირავება შესაძლებელია სასტუმროს მისაღებში. აღნიშნული ტერიტორია აღჭურვილია იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ღამე თამაშიც.
სასტუმროს დიდი ბაღის შუაში მინი გოლფის 7 ველი მდებარეობს. სტუმრებს თამაში ბავშვებთან ერთადაც შეუძლიათ. მინი გოლფის დაქირავება შესაძლებელია სასტუმროს მისაღებში. ჩვენს ლამაზ ბაღში გოლფის თამაში ნიშნავს იქ არსებული ხეებისა და ყვავილების მრავალფეროვნების გაცნობას, შეიგრძენით შავი ზღვის სუფთა ჰაერი და ისიამოვნეთ მარილიან წყლიანი გარე აუზით.
სასტუმრო ჯორჯია პალასი ზრუნავს სპორტის მოყვარულებზე. მოხარულები ვართ ჩვენს სასტუმროში შემოგთავაზოთ ველოსიპედების გაქირავების მომსახურება, რათა აღმოაჩინოთ შავი ზღვის სანაპირო ზოლის მთელი სილამაზე. სტუმრებს შეუძლიათ ველოსიპედების დაჯავშნა სასტუმროს მიმღებში რათა ისიამოვნონ სანაპიროს გასწვრივ სეირნობით, სასტუმროს ულამაზესი ბაღი სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს მოიარონ იგი ფეხით ან ველოსიპედით.
Georgia Palace Hotel & Spa ქობულეთი არ წამოადგენს მხოლოდ განსათავსებელ ადგილს შავი ზღვის მიმდებარედ. სასტუმრო, რომლის ტერიტორიაც მოიცავს 41 760 კვ.მ. ფართობს და რომლის უდიდეს ნაწილსაც იკავებს საუკუნოვანი მცენარეებისა და ბამბუკის ხეივანის ბაღი, წარმოადგენს ასევე ადგილს სპორტის მრავალი სახეობის აქტივობებისა და გართობისათვის: ბაღის ღია აუზი მარილიანი წყლით, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, მინი გოლფის 7 კურსი, სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის, ველოსიპედები, მაგიდის ჩოგბურთი, შიდა აუზი, ფიტნესი, საუნა და წყალბურთის ღია აუზი. Georgia Palace Hotel & Spa ქობულეთის სტუმრობა ნიშნავს არამხოლოდ სიამოვნებასა და შავი ზღვის სუფთა ჰაერით სარგებელს, არამედ ასევე გართობას მრავალ სპორტულ ობიექტზე, შეიგრძენით სიამოვნება და გახადეთ საკუთარი თავი უფრო ჯანსაღი მრავალი სპორტული აქტივობით.
შავი ზღვის ნაპირა გრძელი ბულვარი და დიდი ბაღი ბევრ შესაძლებლობას გაძლევთ, რათა ისიამოვნოთ ტქვენი ვიზიტით და თავი ჯანსაღად იგრძნოთ!