მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ბათუმიდან 40 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. მტირალას ეროვნულ პარკში 2 გაკვალული და კომფორტული ბილიკია. აღნიშნული ტერიტორია გვთავაზობს ლაშქრობის, ჯირითობის, ფრინველებზე დაკვირვებისა და სათავგადასავლო ტურებს. ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ზიპ ლაინის ექსტრემალური და გასართობი მომსახურებით და ასევე შეუძლიათ ერთი ხიდან მეორე ხემდე გაჭიმულ 200 მეტრიან ბაწარზე გასრიალდნენ. მტირალას ეროვნულ პარკში თქვენ აღმოაჩენთ მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზეს ხეობას, წიფლნარს და 15 მეტრი სიგრძის წაბლნარის ჩანჩქერს. ტურისტული სეზონი მტირალას ეროვნულ პარკში გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე. საერთაშორისო აღიარება: კინტრიშის და კოლხეთის პარკები, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, საქართველოს ოთხი ნაკრძალი იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია. ამ სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის პრეცენდენტულია. ჩამონათვალში საქართველოს ოთხი ნაკრძალი მსოფლიოს 200-ზე მეტ უნიკალურ ძეგლს შორის იქნება.

გასართობი პარკი ციცინათელა

„ციცინათელა“ ევროპული სტანდარტების მქონე გასართობი პარკია, რომელიც 2006 წელს გაიხსნა. "Tsitsinatela" ქართულად ციცინათელას ნიშნავს. პარკი მდებარეობს ქალაქ ქობულეთის მახლობლად.

პარკის ტერიტორიაზე შემდეგი დაწესებულებები ფუნქციონირებს: ეშმაკის ბორბალი, 40-მდე ატრაქციონი, გასართობი ოთახები, კარუსელები, სლოტ მანქანების ჰოლი, კარტინგისა და ბოულინგის კლუბი, ასევე პიცერია და ყავის მაღაზია (კაფე).

პარკი ღიაა 18:00 საათიდან დილის 03:00 საათამდე. ასევე ბათუმიდან პარკამდე ორგანიზებულია ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

პეტრას ციხე

პეტრას ციხე მდებარეობს ქობულეთის რაონის სოფელ ციხისძირში. იგი აშენდა ახ.წ. მე-6 საუკუნეში და იგი იკავებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პოზიციას საქართველოს, ირანისა და სამხეთის დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე. ეს ციხე ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მონუმენტია შავი ზღვის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე.

პეტრას ციხე ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ ციხედ მისი კლდისპირა მდებარეობის გამო. მისი სახელი წარმოშობილია ბერძნული სიტყვა „პეტრასგან“ - რაც ნიშნავს კლდეს, ქვას.

ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ციხე წარმოადგენს „ქაჯეთის ციხეს“, რომელიც უკავშირდება გამოჩენილი ქართველი მწერლის შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანს“.

კინტრიშის ეროვნული პარკი

კინტრიშის დაცული ტერიტორია წარმოადგენს ქობულეთის დაცული ტერიტორიების ნაწილს, აჭარაში, საქართველოში. მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში და დაარსდა 1959 წელს, რათა შეინარჩუნოს უნიკალური ფლორა და ფაუნა და ასევე ცნობილი კოლხური ტირიფები.

კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს შავ ზღვასა და აჭარა-იმერეთის მთის სისტემას შორის მდინარე კინტრიშის ხეობაში, საქართველოს აჭარის რეგიონში. იგი ძირითადად შედგება მთებისა და ხეობებისგან, სადაც გაშენებულია წიფლის, წაბლის, რცხილის, მუხისა და ვერცხლისფერი ნაძვის ტყეები.

ისპანის ნაკრძალი

ბათუმიდან დაახლოებით 28 კმ-ის მანძილზე, ეს დაცული ტერიტორია გადაჭიმულია 770 ჰექტარზე და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა (ისპანი I) და ქობულეთის აღკვეთილს (ისპანი II). ისპანის ტორფნარი წარმოდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე RAMSAR კონვენციის ჩამონათვალში. ეს ადგილი წარმოადგენს ასევე მრავალი ფრინველის სახცოვრებელ ადგილს, რომლებიც ზამთარში სწორედ ამ ადგილას მოდიან (მიგრირდებიან).

ქობულეთის მუზეუმი

 ქობულეთის ღირსშესანიშნაობათა ჩამონათვალში ქობულეთის მუზეუმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. აქ გაეცნობით უძველესი კულტურის გადმონაშთებს,  რეწვისა და ძერწვის ნიმუშებს. აჭარაში, კერძოდ ქობულეთში  დასვენების სურვილის შემთხვევაში, მუზეუმი სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილებისგან განსხვავებით  ცენტრში უნდა მოათავსოთ, რადგან აქ სტუმრობისას თქვენ ეცნობით ძველ ქობულეთს, ისტორიას და მის კულტურას. 


ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მდებარეობს ბათუმის ცენტრიდან 9 კმ მოშორებით, 108,7 ჰა ფართობის ტერიტორიაზე მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთს იკავებს, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება და არცთუ შორეულ წარსულში, მთლიანად კოლხური ტიპის ტყით (წიფელი, წაბლი, ცაცხვი) და მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი და სხვ.) იყო დაფარული.

ფლორის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვნებით განთქმული ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1912 წელს გამოჩენილი ბოტანიკოსისა და გეოგრაფის - ანდრეი კრასნოვის მიერ. ბაღი 111 ჰა ტერიტორიას ფარავს და მოიცავს მცენარეულ საფარს 9 ფიტო-გეოგრაფიული არეალიდან.

თამარის თაღოვანი ხიდი

მიიჩნევა, რომ აღნიშნული ხიდი აშენებულ იქნა მე-12 საუკუნეში. ლეგენდის თანახმად, ხიდი თამარ მეფის ბრძანებით აიგო. ერთხელაც დედოფალი თამარი გაემგზავრა გენიალური ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის სანახავად. ამ დროისათვის აღმოჩნდა, რომ მდინარე კინტრიშის წყალი ძალიან ადიდებული იყო. სწორედ ამიტომ, მსახურები იძულებულნი გახდნენ დედოფალი ტახტრევანით გადაეყვანათ მდინარეზე. მდინარის გადაჭრისას დედოფალმა წყალში თავისი ფეხსაცმელი დაკარგა. მიუხედავად გულმოდგინე ძებნისა, მისი პოვნა ვერ მოხერხდა. სწორედ ამის შემდეგ, მეფე თამარმა ბრძანა ამ ადგილას ხიდის აგება, რომელიც გაუძლებდა წყლის ნებისმიერ დინებას.

დედოდლის ბრძანების შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს თამარის თაღოვანი ხიდი.

ანტიკური ფიჭვნარის ქალაქი

ანტიკური ფიჭვნარის ქალაქის არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია ძვ.წ. მე-5 საუკუნის ოქროს არტეფაქტები. ამ გასაოცარ არტეფაქტებშია ასევე თეფშები, სამკაულები, თასები და ოქროს ფიგურებიანი კრატერები. მსოფლიოში ასეთი კრატერების მხოლოდ რამდენიმე მოდელი არსებობს.

ღვინის სახლი

ღვინის სახლს უმნიშვნელოვანესი წილი შეაქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციაში. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ღვინის უნიკალური მრავალფეროვნების ფართო არჩევანი იხილონ (რაც რეგიონში წლების განმავლობაშია გავრცელებული), რაც ასევე მოიცავს გვარაში აგრო სერვის ცენტრის სამეურნეო ტერიტორიას.

ქობულეთის ზღვისპირა პარკი

ქობულეთის ცენტრალური პარკი - ფართი: 47 000 კვ.მ. პარკის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია სტატიკური შადრევანი, გარე კაფეები და თევზის აუზით. ასევე გვხვდება მოზრდილი ორნამენტული მცენარეები. პარკის სამხრეთ ნაწილში განთავსებულია მხატვრის სახლი და 650 მაყურებლისთვის აშენებული ამფითეატრი.

ფრინველებზე დაკვირვება

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო გადასაფრენ ზოლს ფრინველებისათვის და მასზე ყოველწლიურად 800 000 ფრინველის მიგრაცია ხდება. იგი ცნობილია „აღმოსავლეთ შავი ზღვის საემიგრაციო კორიდორის“ სახელით, ქობულეთის მუნიციპალიტეტი კარგ პირობებს ქმნის ფრინველების მეთვალყურეობისთვის - ე.წ. Bird watching-ისთვის. ვიზიტორები აქ უამრავი სახეობის იშვიათ ფრინველს ნახულობენ.

სოფელი ჩაისუბანი წარმოადგენს საუკეთესო ადგილს მათთვის, ვისაც სურს თავისი ინტერესების გაზიარება მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ. Bird watching-ის ტურები ასევე შესაძლებელია ისპანის ჭაობში (ქობულეთის დაცული ტერიტორიები), ისევე როგორც სოფელ სახალვაშოში.

ხინოს სამონასტრო კომპლექსი (შუა საუკუნეებით)

ხინოს კომპლექსი დღეს უამრავ ლოდს აერთიანებს. წარსულში ამ ლოდებს სხვადასხვა სახელი ჰქონდათ. ზოგი მათგანი გალავანი, ეკლესია, ეკონომიკის ფუნქციონალური შენობა იყო.

იოანე ნათლისმცემლის ხინოს ეკლესია ყველაზე თვალსაჩინოა თავისი ხუროთმოძღვრული დაგეგმარებით ხინოს შენობებით. სამწუხაროდ, იშვიათი კედლებისა და თავად მცენარის გარდა არაფერია დარჩენილი. ახლანდელი კედლები დაახლოებით 3 მეტრია და ისეთი თანაბარი სიმაღლე აქვს, თითქოს უზარმაზარმა სუპერჰერომ თავისი უზარმაზარი მახვილით აათამაშა ისინი ერთი ვაგლით.

ცხადია, წარსულში ამ ადგილას იყო ეპისკოპოსთა ფაკულტეტი. სხვა ვარაუდები, რომლებიც ელოდებათ ხალხს, ვინც ხინო ჯერ არ უნახავს.

მუსიკალური ქანდაკებების პარკი, შეკვეთილი

ქართული და მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავების ქანდაკებები ამშვენებს „მუსიკოსთა პარკს“, რომელიც ურეკში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს გვერდით გაიხსნა. 

 „ეს არის მსოფლიოში უნიკალური პრეცედენტი, სადაც დაიდგა არა მარტო ცნობილი მუსიკოსების ქანდაკებები, არამედ სპეციალური მოწყობილობების დახმარებით მოხდა მათი კომპოზიციების ჩაწერა. დამთვალიერებელს მიეცა საშუალება არა მხოლოდ დაისვენოს ამ სასიამოვნო ხეების ჩრდილში, არამედ მოისმინოს აღნიშნული მუსიკოსების ცნობილი მელოდიები“.

ამჟამად „მუსიკოსთა პარკში“ უკვე დადგმულია ბი–ბი კინგის, რეი ჩარლზის, ელვის პრესლის, ფრენკ სინატრას, მაიკლ ჯექსონის, უიტნი ჰიუსტონის, ელტონ ჯონის, ედიტ პიაფის, ლუჩანო პავაროტის, ლუი არმსტრონგის, სტივ უანდერის, ბარი უაიტის ქანდაკებები. 

ქართველ მუსიკოსთაგან პარკს ამშვენებს ზაქარია ფალიაშვილის, ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, ფილიმონ ქორიძის, ვანო მჭედლიშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, ევგენი მიქელაძის, ზურაბ ანჯაფარიძის, დიმიტრი აფაქიშვილის, ვიქტორ დოლიძის, ვანო სარაჯიშვილის სკულპტურები. 

მინიატურების პარკი, შეკვეთილი

შეკვეთილში  გახსნილი მინიატურების ქალაქი აოცებს მნახველებსპარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურაკომპლექსი მოიცავსპარკსთავად მინიატურებსინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრსრომელშიც განთავსებულია მინი ამფითეატრიკაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.

შავი ზღვის არენა

შავი ზღვის არენა - ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია საქართველოში, რომელიც გაიხსნა 2016 წლის 31 ივლისს, დარბაზი  იტევს 10 000-მდე მაყურებელს,  მდებარეობს კურორტ შეკვეთილში, სასტუმრო ჯორჯია პალასიდან 14 კილომეტრში.

დარბაზს აქვს მოძრავი სახურავი, რომელიც ამინდზეა მორგებული. საკონცერტო სივრცე სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.

Black Sea Arena ოფიციალურად 2016 წლის 31 ივლისს, მომღერალ კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.

ყოველწლიურად საკონცერტო დარბაზი არაერთ მსოფლიო დონის მომღერალს მასპინძლობს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება  საქართველოში დამსვენებელთა მსურველებისთვის.

ყოველი ზაფხული გრანდიოზული შოუ პროგრამით იხსნება, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ქართველი შემსრულებლები ულამაზეს შოუს დგამენ. ფოლკლორი, ქართული ეროვნული ბალეტი, ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი, ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტები, მიუზიკლები, ვერდის ფესტივალი და ა.შ.

გახსნის დღიდან დღემდე არენამ უმასპინძლა მსოფლიო დონის მუსიკალურ შემსრულებლებს: კრისტინა აგილერა, აეროსმიტი, ჯგუფი სკორპიონი, ელტონ ჯონი, ენიო მორიკონი,  THIRTY SECONDS TO MARS, The Black Eyed Peas, ჯესი ჯეი, ჯიფსი კინგი, ვანესა მეი, ერიკ ბენეტი, ქეთი მელუა

შავი ზღვის არენა გელოდებათ უმაღლესი დონის შოუ პროგრამებით!