ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი

დახვეწილი, მყუდრო, გამაჯანსაღებელი, საოჯახო დასვენება

სწორედ ჯორჯია პალასია ის სასტუმრო კომპლექსი, სადაც ექსკლუზიურად ფუნქციონირებს პირველი ინდური პანჩაკარმა სამკურნალო ცენტრი, რომელიც აერთიანებს როგორც სამკურნალო, აგრეთვე სარელაქსაციო მასაჟების ციკლს.

შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროზე არსებულ სასტუმროში თქვენ შეგიძლიათ ეზიაროთ ინდური ათასწლოვანი გამოცდილების მქონე მცენარეული ზეთების არომატსა და სამკურნალო ეფექტს. აღსანიშნავია რომ ჯორჯია პალასში მასაჟების ციკლს თავად ინდოელები ატარებენ, ექიმი და ოთხი თერაპევტი, რაც ხარისხს მეტად ზრდის და ეფექტი კიდევ უფრო თვალსაჩინოა.

აიურვედა პანჩაკარმას პროგრამის ექიმი დეტალურად განიხილავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თქვენს პრობლემებსა და ჩივილებს, ამის გათვალისწინებით ინდივიდუალურად შეგირჩევთ ყოველდღიურ პროცედურებს. შეგიდგენენ 3,7,14 დღიან განთავსების პაკეტებს, შემდეგ კი თავიანთი ჯადოსნური მოძრაბებითა და სურნელოვანი ზეთებით თავს ეგზოტიკური გარემოში გაგრძნობიებენ და ამქვეყნიურ ყველა სტრესს მოგხსნიან, ისე თითქოს არც არასდროს არსებობდა თქვენს ცხოვრებაში.

სასტუმროში არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრი აღჭურვილია ინდოეთიდან ჩამოტანილი ხის სამასაჟო საწოლებით, ორთქლის ოთახითა და სურნელოვანი ეთერზეთებით.

აიურვედას მასაჟების ციკლი მხოლოდ სარელაქსაციო და სამკურნალო როდია, ის მომხმარებლებს კოსმეტიკურ ხაზსაც სთავაზობს.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ კი ეწვევით ჯორჯია პალასის გამაჯანსაღებელ ცენტრს უკან სტრესისა და დაღლილობის გარეშე გამოხვალთ, თანაც ნაკლები კილოგრამებით, ნაკლები ცელულიტებით და იდეალური და ბზინვარე კანით... დაგვიჯერეთ, ეს პროცედურები თქვენთქვის ნამდვილად სასურველი გახდება!

(სეზონური)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

+995322242400

+995577242425;+995577359947

sales@gph.ge