ქობულეთი

ქობულეთი იქცა ელიტარულ კურორტად მე-XIX საუკუნის მეორე ნახევარში.თუმცა აქ საუბარია არა მთლიანად დასახლებულ პუნქტზე, არამედ ზღვისპირა ზოლზე, რომელიც რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს განკარგულებით გადაეცა საუკეთესო მთავარსარდლებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს რუსულ-თურქული კამპანიის დროს.

გავლენიანმა მაღალჩინოსნებმა სათანადოდ შეაფასეს ნაჩუქარი მიწის მნიშვნელობა და დაიწყეს ქობულეთის ზღვისპირა ზოლის გაშენება მდიდრული აგარაკებით, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად ატარებდნენ ზაფხულისა და ზამთრის შვებულებებს.

ქობულეთის გამაჯანსაღებელი კლიმატის ძალამ სულ რამდენიმე წელიწადში გაითქვა სახელი უზარმაზარ იმპერიაში და აქ თუნდაც რამდენიმე დღის გატარება რჩეული საზოგადოებისადმი კუთვნილების ნიშანი იყო. კურორტზე უკვე არა მხოლოდ საუბრობდნენ არამედ წერდნენ კიდეც. ამის მტკიცებულებაა მრავალრიცხოვანი პუბლიკაციები იმდროისათვის ყველაზე ცნობილი გაზეთის “კავკაზის” ფურცლებზე, სადაც გამოჩენილი ექიმები პანტიუხოვი და პერედელსკი წერდნენ ქობულეთის უნიკალური გამაჯანსაღებელი ჰავის შესახებ. ისინი იხსენიებენ ქობულეთს როგორც “სმეკალოვკას”(ასე ერქვა რუსული დიდგვაროვნების დასახლებას) და უწოდებენ “რუსულ რივიერას”.გარდა ამისა ავტორები იშველიებენ ექიმ პრეობრაჟენსკის და პროფესორ შერბაკოვის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც ქობულეთის ჰავა საუკეთესოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემასა და სასუნთქ ორგანოებზე.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არისტოკრატების აგარაკები წითელი კომისრების მფლობელობაში გადავიდა. ერთერთი საუკეთესო აგარაკი, რომელსაც სამედიცინო თვალსაზრისით იდეალური ადგილმდებარეობა ქონდა, ლავრენტი ბერიას საკუთრება გახდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ბერია მოსკოვში გადავიდა, მისი აგარაკი სანატორიუმად აქციეს. სანატორიუმს “საქართველო” დაარქვეს. “საქართველო” ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დასასვენებელ ადგილად ითვლებოდა საბჭოთა კავშირში და აქ დასვენებისა და მკურნალობის უფლება მხოლოდ რჩეულებს ქონდათ. მათ რიცხვს მიეკუთვნება გამოჩენილი მეცნიერები, კინოსა და თეატრის მოღვაწეები, ხელოვანები.

დღესდღეობით სანატორიუმ “საქართველოს” ადგილას შექმნილია სუპერთანამედროვე 5-ვარსკვლავიანი სპა-სასტუმრო “ჯორჯია პალასი”, რომელმაც გახსნის დღიდანვე უმასპინძლა ბევრ ცნობილ და გამოჩენილ ადამიანს, როგორიცაა საქართველოს პატრიარქი უწმინდესი ილია II, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ხავიერ სოლანა, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგისიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ჯაზის ვარსკვლავი მარკუს მილერი, მომღერალი ტანია მარია, მომღერალი ქეთი მელუა, ოპერის ვარსკვლავები პაატა ბურჭულაძე და ნინო სურგულაძე, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი კახი კალაძე.

და რა თქმა უნდა თქვენ, “ჯორჯია პალასის” ძვირფასო სტუმარო!